მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS-PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
163
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS-PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №163

2007 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო DOTS-PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვის ღონისძიების შესახებ

1. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მედიკამენტებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა გლობალური ფონდის პროექტების – „DOTS სტრატეგიის განხორციელების სრულყოფა საქართველოში“ (პროექტი №GEO-405-G03-T) და „საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მართვის სრულყოფის ღონისძიებების გატარება“ – ფარგლებში უზრუნველყოს DOTS-PLUS სტრატეგიით გათვალისწინებული მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესყიდვა მაქსიმალურად მოკლე დროში, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია