სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების (აქციების) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
153
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების (აქციების) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №153

2007 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების (აქციების) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს გადაწყვეტილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბუ­ლი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების ლაგოდეხის რაიონისათვის საკუთრებაში გადაცემისა და ზოგიერთი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების (აქციების) გადაცემაზე უარის თქმის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინის­ტრის 2007 წლის 26 მარტის №1-1/491 ბრძანება) და, შესაბამისად, უარი ეთქვას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს თანდართული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების 100%-იანი წილების (აქციების) საკუთრებაში გადაცემაზე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია