საქართველოს მთავრობის
განკარგულება №148
2007 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის ანგარიშზე „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი