საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
143
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №143

2007 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდს გამოუყოს 697 587 (ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთას ოთხმოცდაშვიდი) ლარი ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის კეთილმოსაწყობად.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია