„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის N18/26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25/39
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2013-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016188
„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის N18/26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს

დადგენილება №25/39

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. ფოთი

 

,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №18/26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად,  თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,თვითმმართველი ქალაქის-ფოთის   საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”  თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის  27  სექტემბრის   №18/26     დადგენილებაში (03.10.2013  სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016175),   კერძოდ:
1. დადგენილების  №1 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ)შეიმუშავებს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და  საკრებულოს თავმჯდომარეს   საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულების პროექტს;“

2. დადგენილების  №1 დანართის მე-5 მუხლის   მე-2 პუნქტი შეიცვალოს და    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2.კონკრეტული საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე კომისიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე  დროებით  ან კომისიის უფლებამოსილების ვადით  სამუშაოდ  იწვევს  სხვა პირებსაც  ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა

კრებსითი — სრული ვერსია