„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1689 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1659
მიმღები ორგანო
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2013-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-30
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016029
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1689 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №1659

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1689 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა  და  „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს” წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1689 ბრძანებით (ვებგვერდი, 18/10/2012 სარეგისტრაციო კოდი140080000.42.047.016023) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს წესდებაში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დირექტორის მოადგილე.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე

კრებსითი — სრული ვერსია