ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 16 დეკემბრის №27 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.140.016086
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 16 დეკემბრის №27 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
 

      ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2013 წლის 27 დეკემბერი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 16 დეკემბრის №27 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ “ ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს  ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 16 დეკემბრის #27  დადგენილებაში (ვებგვერდი, 20/12/2013 ს/კოდი 010250040.35.140.016083) კერძოდ: დადგენილების დანართის მე-3 და მე-5 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. გამგეობის  სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის,  გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,  კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული  უნარები,  მუშაობის  ერთ წლიანი   გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები;

  5. გამგეობის  განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და  მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე

კრებსითი — სრული ვერსია