საქართველოში ბავშვთა დღის დაწესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
318
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-05-12
გამოქვეყნების თარიღი
1999-05-18
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.001.
საქართველოში ბავშვთა დღის დაწესების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №318

1999 წლის 12 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოში ბავშვთა დღის დაწესების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ბავშვთა ფედერაციის წინადადება საქართველოში ბავშვთა დღის დაწესების შესახებ.

2. ბავშვთა დღე აღინიშნოს ყოველი წლის 1 ივნისს.

3. ბავშვთა დღის აღნიშვნისადმი მიძღვნილ სახელმწიფო ღონისძიებათა შემუშავება და კოორდინაცია უზრუნველყონ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გაიპარაშვილი) და საქართველოს ბავშვთა ფედერაციამ (კ. გილაშვილი) სახელმწიფო კანცელარიის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურთან (კ. იმედაშვილი) თანამშრომლობით.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია