„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №80 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2007-03-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №80 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №112

2007 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №80 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის №80 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდე­გი ცვლილებები:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავე­ბელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“.

2. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სა­მოქ­მედო გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

გიორგი ხევიაშვილი

–

საქართველოს ლტოლვილთა და გან­სახლების მინისტრი, კომისიის თავ­მჯდომარე

მალხაზ აქიშბაია

–

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლი­კის მთავრობის თავმჯდომარე

გელა ბეჟუაშვილი

–

საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრი

ალექსი ალექსიშვილი

–

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კახა ბენდუქიძე

–

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

რეფორმების კოორდინაციის საკით­ხებში

ზინაიდა ბესტაევა

–

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

სამოქალაქო ინტეგრაციის საკით­ხებში

ალექსანდრე ლომაია

–

საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების მინისტრი

პეტრე ცისკარიშვილი

–

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

გიორგი ქავთარაძე

–

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

გიორგი არველაძე

–

საქართველოს ეკონომიკური განვი­თა­რების მინისტრი

ვლადიმერ ჭიპაშვილი

–

საქართველოს შრომის, ჯანმრთელო­ბი­სა და სოციალური დაცვის მინის­ტრი

მერაბ ანთაძე

–

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკით­ხებში.~.

      

3. განკარგულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება;“.

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია