„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
435
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-30
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016596
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №435

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შ ე სახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის  შერჩევისა  და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 84-ე მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        ,,1. 2012 წლის 1 თებერვლიდან  2014 წლის 1 აპრილამდე, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური ან გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატებით.“.

2. მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        ,,3. 2014 წლის 1 აპრილიდან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ GPRS და crypto- ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებით.

         4.  საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა 2014 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სსა-ის მოდელების (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებისა) რეგისტრაციიდან მოხსნა.

         5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით რეგისტრაციიდან მოხსნას დაქვემდებარებული საკონტროლო-სალარო აპარატები 2014 წლის 1 აპრილიდან ჩაითვალოს დაკარგულად, მიენიჭოს დაკარგულის სტატუსი და გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.

 


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია