„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი - 010.240.070.22.034.008.796) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.”.
2. მე-3 და მე–7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
|