„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების (ვებგვერდი, 19/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.22.029.016057) პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის 27-ე პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. დევნილი, რომელიც დადგენილ ვადებში ვერ გაივლის რეგისტრაციას, განცხადებით მიმართავს სამინისტროს რეგისტრაციის გასავლელად.
ის დევნილი, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე დევნილის სტატუსი მიენიჭა დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის მიმდინარეობის პერიოდში, ჩაითვლება რეგისტრაცია გავლილად და მასზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-17 პუნქტისა და მე-5 მუხლის მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, დევნილი მიმართავს სამინისტროს განცხადებით დევნილის ახალი მოწმობის გაცემის თაობაზე.”.
|