1.
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 ნოემბრის №01-40/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/11/2013, 010320040.22.035.016223) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა და დანიშვნის წესი
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში კონკურსს ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები.”.
|