|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის №8 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საფინანსო სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, შესყიდვების განყოფილებისა და სპეციალისტებისაგან“. |
| მუხლი 2 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 22 დეკემბრის №8 დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შესყიდვების განყოფილების ფუნქციები: ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას. ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
|