„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 აპრილის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-25
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-27
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.125.016086
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 აპრილის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2013 წლის 25 დეკემბერი

ქ. ტყიბული

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 აპრილის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 აპრილის  №6 დადგენილების (www. Matsne.gov.ge  03.04.2013 წ.) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან:

ა) გამგებელი;

ბ) გამგებლის მოადგილეები.

მუხლი 2
შეტანილ იქნას ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 აპრილის  #6 დადგენილების (www. Matsne.gov.ge  03.04.2013 წ.) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებია:

 ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის, ლტოლვილთა, ვეტერანთა საქმეებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.

დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური.

ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და შიდა აუდიტის სამსახური.

ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.

თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ცნობილაძე

კრებსითი — სრული ვერსია