ა ნ გ ა რ ი შ ი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ 2013 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ
- 2013 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 18 განცხადება. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია;
- საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მიზნით სამმართველოში მოთხოვნა არ შემოსულა;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში შემოსული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სამმართველოს უფროსის მიერ;
- სამმართველოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავებას ადგილი არ ჰქონია;
- საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევევბი არ დაფიქსირებულა. აგრეთვე არ მომხდარა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადება;
- 2013 წლის მანძილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 34,70 (ოცდათოთხმეტი ლარი და 70 თეთრი) ლარი.