|
ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
|
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტები ოზონის შრის დამშლელი შემდეგი ნივთიერებებისთვის: |
ა)
წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 83,9 მეტრიკული ტონა; |
ბ)
1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი (CH3CF2Cl, HCFC-142b) და ქლორდიფტორეთანები (C2H3F2Cl, HCFC-142) – 11 მეტრიკული ტონა; |
გ)
მეთილბრომიდი (CH3Br) – 18,2 მეტრიკული ტონა. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 5 იანვრიდან. |
|