ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
370
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017535
ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 370

2013 წლის 24 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია“.
მუხლი 2
 

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №1-1/1108 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტის

„ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია“


მუხლი 1
 

ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებული გაზომვის საშუალებების კლასიფიკაცია

1. ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებული გაზომვის საშუალებების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი მეტროლოგიური მახასიათებლების შესაბამისად:

ა)  გაზომვის დიაპაზონი;

ბ) გაზომვის ცდომილება;

გ) სიზუსტის კლასი;

დ) თანრიგი (სანიმუშო გაზომვის საშუალებების ცდომილებებისათვის).

2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ცდომილებათა მეტროლოგიური მახასიათებლების მნიშვნელობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირებულ მახასიათებლებს.

მუხლი 2
 

პასუხისმგებლობა, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დანიშნულების მიხედვით

დაკანონებული გაზომვის საშუალებების დანიშნულების მიხედვით გამოყენების დროს, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით გათვალისწინებული მახასიათებლების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გაზომვის საშუალებების მფლობელს.


კრებსითი — სრული ვერსია