საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1996
2013 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესა ხებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე‑12 და მე‑13 პუნქტების შესა ბამისად, ქ. თბილისის მთავრობას მიეცეს თანხმობა, შპს „ ნირან პროპერტის დეველოპმენტთან“ (ს/კ:204564729) 25.11.13 წ. გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეუ ლის საკუთრებაში არსებული ქვემოთ აღნიშნული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ:
ა) ქ. თბილისში, I დოლაბაურის ქ. №22-ში მდებარე 490 კვმ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №01.17.13.045.008);
ბ) ქ. თბილისში, I დოლაბაურის ქ. №20-ში მდებარე 1138 კვმ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №01.17.13.045.009);
გ) ქ. თბილისში, დოლაბაურის ქ. №20-ის მიმდებარედ არსებუ ლი 279 კვმ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №01.17.13.045.089).
2. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხელშეკრულება ძალა ში შევიდეს ამ განკარგულების გამოცემისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი