„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 სექტემბრის №1369 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1971
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016359
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 სექტემბრის №1369 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1971

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 სექტემბრის N1369 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 სექტემბრის N1369 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 1 841 (ათას რვაას ორმოცდაერთი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, ართვინის ქ. N53 - ში მდებარე შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების - 14 446, 25 (თოთხმეტი ათას ოთხას ორმოცდაექვსი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის, 13%-ის ანაზღაურებისათვის;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             ი . ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია