საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1958
2013 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმითა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის № 1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმითა და მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის № 1400 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ – საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასს (ს/კ 211334091) გადასცეს:
ა) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) წლის ვადით, ქალაქ რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, № 18 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობა – ნაგებობები: № 1 – განაშენიანების ფართით 572,58 კვ.მ; № 2 – განაშენიანების ფართით 175,2 კვ.მ და მათზე დამაგრებული 7331 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №02.04.02.494);
ბ) თხოვების ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) წლის ვადით, ამ განკარგულების დანართში მითითებული მოძრავი ქონება.“ .
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება .
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი