„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1957
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016354
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1957

2013 წლის 13 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე

 „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრი­ვატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის № 328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნე ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული ინფორმაცია ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. № 60‑ ში მდებარე 16 021 კვ.მ. არასასოფლო‑ სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა‑ ნაგებობების (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი № 01.16.05.013.044), ასევე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. № 60ა‑ ში მდებარე 4612 კვ.მ. არასასოფლო‑ სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა‑ ნაგებობების (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი № 01.16.05.013.043) ელექტრონული აუქციონის ფორმით, პირობებით პრივატიზების თაობაზე.

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალის­ წინებული ღონისძიებები.

 

პრემიერ - მინისტრი                                ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია