ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭახათში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი – 20.41.04.025) მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1837
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016290
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭახათში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი – 20.41.04.025) მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ

    საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1837 

2013 წლის 9 დეკემბერი 

 ქ. თბილისი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭახათში მდებარე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი – 20.41.04.025) მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების შესახებ

  „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ “ საქართველოს კანონის 151  მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 1237 კვ.მ სასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭახათი, საკადასტრო კოდი – 20.41.04.025, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

 

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით , უზ­რუნველყო ს მ ის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

 

პრემიერ - მინისტრი                       ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია