ლ. იზორიას საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარსადგენ შეთანხმებაზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1836
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016289
ლ. იზორიას საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარსადგენ შეთანხმებაზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1836


2013 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი


ლ. იზორიას საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარსადგენ შეთანხმებაზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
 

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხ­ლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარსადგენ 2013 წლის 18 ნოემბერს ხელმოწერილ „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია.


პრემიერ‑მინისტრი                                            ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია