„უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აგვისტოს №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
361
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017527
„უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აგვისტოს №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 361

2013 წლის 24 დეკემბერი

   ქ.თბილისი

 

„უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აგვისტოს №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აგვისტოს №206 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალის შესწავლის, ანალიზისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნას უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე ჭიკაიძე  - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

ოთარ ფარცხალაძე - საქართველოს მთავარი პროკურორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის წევრი;

მერაბ გაბინაშვილი  - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, კომისიის წევრი;

უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი,  კომისიის წევრი;

თამარ ქალდანი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, კომისიის წევრი;

ლაშა ტუღუში - გაზეთ „რეზონანსის“  მთავარი რედაქტორი, კომისიის წევრი;

კახაბერ კახიშვილი - საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი,  კომისიის წევრი;

ეკა გიგაური - ა(ა)იპ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია