რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
353
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-24
სარეგისტრაციო კოდი
360090000.10.003.017519
რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №353

2013 წლის 23 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული რადიოფარმპრეპარა­ტების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავ­ლე­ბის სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს­თან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისი­ისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა.
მუხლი 2
 

 შემოსავლების სამსახურის მიერ ამ დადგენილების და­ნართით გათვალისწინებული ინფორმაციის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თა­ვ­დაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუ­დ­მივმოქმედი კომისიისთვის წარდგენა განხორციელდეს რადიოფარმ­პრეპარატების საქართველოში იმპორტიდან 5 სამუშაო დღეში. 

მუხლი 3
 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რადიოფა­რ­მ­პრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შე­მოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამი­ნის­ტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმე­დი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №146 დადგე­ნილება.

მუხლი 4
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი

რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა

1. რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განმახორ­ცი­ე­ლებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

2. რადიოფარმპრეპარატების თანმხლები დოკუმენტების ასლები. 


კრებსითი — სრული ვერსია