„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
|
,,68
|
„თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის), „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (ქ. ბათუმში, ი. გოგებაშვილის ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე), „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება .“.
|
|
ერთ საბაჟო დეკლარაციაზე – 20 ლარი“.
|
|