„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1784-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-28
სარეგისტრაციო კოდი
010170000.05.001.017283
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.016513) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;“.

2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 27. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 თვისა აცნობებს იმ პირის მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, რომელიც დაპატიმრებულია და ექვემდებარება საქართველოდან გაძევებას (დეპორტაციას).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2013 წ.

N1784-Iს

კრებსითი — სრული ვერსია