„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 040150000.22.027.016225, 29/12/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, 2014 წლის 1 მარტამდე შეიძლება მომზადდეს, გამოიცეს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადაეგზავნოს ბეჭდვითი ფორმით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ერთ ეგზემპლარად აკინძული და უფლებამოსილი პირების მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ელექტრონული ვერსიის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ბეჭდვითი ფორმით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსს.“.
|