„ერედვის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-12-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.147.016048
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2013 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“  ერედვის   მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27  დეკემბრის  №21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,  08/01/2013;  280.010.000.35.147.016.038)  დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

 ,,მუხლი 21. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირთა დახმარება

  1. ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში (სოფლებში: სკრა, თელიანი, მეტეხი, ხურვალეთი, საქაშეთი),  თითოეული კოტეჯზე, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც  რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში  და   არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა,  დაფინანსებას მიიღებენ 200 ლარის ოდენობით.

   2.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

 ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –  თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ვ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

     3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია