„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში (სსმ, 18.07.2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ნებადართულ სიჩქარედ განისაზღვროს:
1. არაუმეტეს 60 კმ/სთ ქ. ბათუმში მდებარე შემდეგ ქუჩებზე (საავტომობილო გზებზე): თამარ მეფის გამზირი, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა: ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩა; საავტომობილო გზა (უსახელო ქუჩა) ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩის (ახალი ბულვარის) გაგრძელებიდან აეროპორტის გზატკეცილთან შეერთებამდე; აეროპორტის გზატკეცილი ანგისის წრიულიდან (ბათუმი – სარფი – ახალციხის გამანაწილებელი გზის მონაკვეთიდან) მდინარე ჭოროხის ხიდამდე; აფსაროსის ქუჩა; ანდრია პირველწოდებულის ქუჩა; პეტრე ბაგრატიონის ქუჩა; მეგობრობის გამზირი.
2. არაუმეტეს 40 კმ/სთ ქ. ბათუმში მდებარე საავტომობილო გზებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საავტომობილო გზებისა (ქუჩებისა).“.
|