შეტანილ იქნეს ცვლილება “ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 30 აგვისტოს №16/22 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 06/09/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016171), კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.პროგრამის მიზანი
პროგრამა მიზნად ისახავს ქალაქში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობისა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას “ხუთი და მეტშვილიანი ოჯახები (უფროსი შვილის 18 წლის შესრულებამდე) წელიწადში ერთხელ მიიღებენ მატერიალურ დახმარებას 2000 ლარის ოდენობით.“
|