„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №40 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 14/03/2011, 240.140.000.33.058.016.013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრა
ძირითადი საშუალებების ღირებულების განსაზღვრისას, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილება.“.
|