|
მუხლი 1. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა), გამოძიების მასალების გამჟღავნება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 11 დეკემბერი 2013 წ. N1735-Iს |