„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1734-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
120260040.05.001.017245
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება

  სამხედრო მოსამსახურეს აქვს სიტყვის თავისუფლება, საკუთარი აზრისა და შეხედულების გამოთქმის უფლება, აგრეთვე ისეთი ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო, მათ შორის, სამსახურებრივ საიდუმლოს (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2013 წ.

N1734-Iს

კრებსითი — სრული ვერსია