|
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) მე-40 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 11 დეკემბერი 2013 წ. N1730-Iს |