„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
339
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-17
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017506
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ს აქართველოს მთავრობის

დადგენილება №339

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით,   „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერო­ვ­ნუ­ლი ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთა­ვ­რო­ბ­ის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებით (სსმ, 103, 24/08/2010) და­მ­ტ­კიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლე­ბა:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ცი­ით:

„3. ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონს­ტი­ტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით და იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდე­ბო­­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრე­მი­ერ-მინისტრი;“;

ბ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) წელიწადში ერთხელ ბიუროს საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბა­რე­ბს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას;“.

მუხლი 2
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სა­მხა­რა­უ­­ლ­­ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შე­სახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართვე­ლ­ოს კანონის (№1466-Iს) შესაბამისად, სა­ქარ­თ­­ველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პი­რ­ის – ლევან სამხარა­ულის სახე­ლო­ბის სასამართლო ექსპერტიზის ერო­ვ­ნუ­ლი ბიუროს უფროსის დანი­შ­ვ­ნა­­მდე, პრემიერ-მინისტრი ბიუროს უფრო­ს­ის მოვალეობის შესრულებას აკი­სრებს  ბიუროს მოქმედ უფროსს.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია