საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1698-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-25
სარეგისტრაციო კოდი
010190020.04.001.016095
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) 48-ე მუხლის:

     ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. უწყებათაშორისი კომისია საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების შემთხვევაში იქმნება არჩევნების წლის 1 ივლისს, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების, საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.“;

     ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

  „41. უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.“.

 

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2013 წ.

N1698-Iს

კრებსითი — სრული ვერსია