საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №396
1996 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
ლ. ალექსიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
იურიდიული მეცნიერების განვითარებაში, საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში განსაკუთრებული წვლილისათვის, აქტიური პოლიტიკური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ლევან ალექსიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე