საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 11.07.2005, მუხ. 236) მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) რეგულირების ობიექტები – ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებზედაც ვრცელდება გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 5 ივნისი.
№4854–Iს