„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 ოქტომბრის №326 დადგენილებით (სსმ, 29/10/2010, მუხლი 2004) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ქონების საწყის სარგებლობაში გადაცემის საფასურს განსაზღვრავს სარგებლობის უფლებით გამცემი ორგანო.“.
|