„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
334
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-16
სარეგისტრაციო კოდი
430030000.10.003.017501
„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №334

2013 წლის 13 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხ­­ლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,პროფესიული განათლების და­ფი­ნან­სების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგან­მა­ნათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ და­ფუძ­­ნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსი­მალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავ­რო­ბის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,23/09/2013, 430030000.10.003.017410) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ,,პროფესიული განათლების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლე­ბამო­სილი დაწესებულებები

მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილნი არიან სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია