,,სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 110916018, 21/09/2011 სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016191) პირველი პუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„11. დაუშვებელია ნაწილობრივი გრანტის ან/და სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის ან/და სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით.“
|