ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში

დოკუმენტის ტიპი
საჯარო დაწესებულების ანგარიში
დოკუმენტის ნომერი
215
მიმღები ორგანო
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი
2013-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-16
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში

                         ბოლნისის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   შესაბამისად   საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზ ე

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი პეტრე ყაველაშვილი.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას და სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის 10 დეკემბრამდე ბოლნისის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 7 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 7-ვე მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა .

კრებსითი — სრული ვერსია