საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2269
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-07-22
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-04
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.000.645
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური – სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა და ამ დაწესებულებების განლაგების ადგილზე ჩადენილ სხვა დანაშაულთა საქმეებზე;“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

№2269–რს

კრებსითი — სრული ვერსია