|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 15 სექტემბრის №48 დადგენილების (გაზეთი „აჭარა“, №106, 17-18.09.2009) პირველი პუნქტით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ჩაქვი, 12 დეკემბერი 2013 წ. N90-უ.ს.შ.ს. |