„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, 100020020.22.038.016061, 22/07/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტები:
,,კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;"
2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
,,ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების, სამინისტროს მიერ გამართული ოფიციალური შეხვედრების/კონფერენციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;"
|