მწერალთა სახლის სარგებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
91
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2007-02-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მწერალთა სახლის სარგებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №91

2007 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

მწერალთა სახლის სარგებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად:

ა) ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მწერალთა სახლი (ქ. თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. №13) განისაზღვროს სახელმწიფო ქონებად, რომლითაც უსასყიდლო სარგებლობის უფლება თანაბარი წინასწარი პირობებით მიეცემა ყველა მწერალს და სამწერლო გაერთიანებას;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) ამ განკარგულებით განსაზღვრული ქონების მართვის კონცეფცია წარმოადგინოს 2 თვეში პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია