საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1791
2013 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“- ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს N31/08/10 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 06 სექტემბრის (№1037-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სა ხე ლმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შე სახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს N31/08/10 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვ რუ ლი სგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობა, კერძოდ, ამავე განკა რ გუ ლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე 2015 წლის 1 იანვრამდე არა ნაკ ლებ 54-ნომრიანი საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „თავი სუ ფ ალ ტურისტულ ზონაში საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმროს კრი ტე რიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდ გ რადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის N1-1/2045 ბრ ძა ნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს .
2. ამ განკარგულებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს N31/08/10 განკარგულებით განსაზღვრული შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „NEXT LEAGUE PVT“-მ, შესაბამისი ცვლილებების ხელშეკრულების გაფორმებამდე, კანონით დადგენილი წესით, წარმოადგინოს 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის ტ როს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა საა გე ნ ტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით , განახორციელოს კანონმ დე ბლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი