„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით დამატებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის №1401 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1785
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016252
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით დამატებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის №1401 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება             „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით დამატებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 სექტემბრის № 1401 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნება დაერთოსსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის განსაზღვრულ ობიექტებში (ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, სულ 21 ობიექტი) სარეაბილიტაციო სამუშაების მიმდინარეობისას და ამ ობიექტებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ღონისძიებების დასრულებამდე, „სახელმწიფოშესყიდვებისშესახებ“ საქართველოსკანონის101მუხლისმე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისშესაბამისად , უზრუნველყოს ობიექტების დაცვის მომსახურება გამარტივებულიშესყიდვი ს გზით . “ .

 

პრემიერ-მინისტრი                                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია